weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ძალიან ბევრს მივაღწიეთ, საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ – სააკაშვილი

16:21 პარასკევი, 04 თებერვალი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ ქვეყანა მთლიანად შეიცვალა და პოლიტიკური პროცესები დაიძრა. სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატის არჩევაზე. 

„უკვე ოთხი თვეა პატიმრობაში ვიმყოფები. სინამდვილეში, ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები. თქვენ იცით, რომ ადგილობრივი არჩევნები არასდროს არ იყო მნიშვნელოვანი და გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ, რომ სამი დღის წინ, პრაქტიკულად წავართვით ერთ-ერთი მთავარი, სიდიდით მეოთხე ქალაქი - რუსთავი.

უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დაიძრა, ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი. რამდენახი ხანი ვიქნები კიდევ ციხეში, ეს თქვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

31 იანვარს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ოთხი წლის ვადით, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს. მას ორმა თანაპარტიელმა და „ნაციონალური მოძრაობის“ 16-ვე წევრმა მისცეს ხმა. „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც წარმომადგენლობით ორგანოში 16 წევრი ჰყავს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაასახელა და არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. 

გარდა რუსთავის, „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკრებულოების თავმჯდომარეებიც არიან. 

„ქართული ოცნების“ ლიდერები ექსპრემიერ გახარიასა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიებს გარიგებაში ადანაშაულებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]