weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგიტრაცია 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. ამით პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გამოდის ინიციატივით, რომ სკოლებში კონსტიტუცია და კონსტიტუციის პრინციპები ისწავლებოდეს.

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ გიორგი ლომიასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. ინაშვილის თქმით, მათ ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩეველი და პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საქანია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან  შეხვედრის საკითხს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის სამთვიანი პატიმრობის მისჯას პროვოკაციულ და დესტრუქციულ გადაწყვეტილებად აფასებს.

„ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს. ამის შესახებ მან Jnews-თან განაცხადა. 

ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, „ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის ავტომობილთან აფეთქება მოხდა. დეპუტატის განცხადებით, მომხდარის შედეგად მატუნ მკოიანს სმენა დაუზიანდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოსთან 2019 წლის ივლისიდან შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ სანდრო ბარამიძემ, ნინო გოგუაძემ და შალვა შავგულიძემ, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ქიტიაშვილმა დატოვეს. შალვა შავგულიძის თქმით, პარტიიდან წასვლის შემდეგ, ინდივიდუალურად გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოთან“ და 2020…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]