weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 1-ელ აპრილს აპირებს. სააკაშვილის თქმით, ვარშავიდან კიევის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დელეგაციასთან ერთად, სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილს ერევნის აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და სხვა ოფიციალური…

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა რიცხვს კიდევ ორი საელჩო მიმდინარე წელს დაემატება.

„საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელებას იწყებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც გუშინ თანამდებობიდან გადადგომა არ გამორიცხა, განაცხადა, რომ ერთიანი გუნდის პირობებში მუშაობას აგრძელებს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობა არ განიხილა.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დღეს, 12:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება, რის გამოც გურჯაანში 300-მდე პოლიციელია მობილიზებული, მათ შორის რამდენიმე ავტობუსით თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. წულუკიანის თქმით, საქმე ეხება მისი უწყების შიგნით გადასაჭრელ საკითხს და ის ელოდება, იქნება თუ არა…

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. ნარჩემაშვილის განცხადებით, უმრავლესობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ…

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“ დღეს ოფიციალურად შეიქმნება. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 14:30 საათზე შეიკრიბება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]