weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2021

ვნანობ ჩემს საქციელს, უნდა მოვრჩეთ კინკლაობას – გეგეშიძე

14:48 ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2019 hits 571

„ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. არც ჩემი საქციელია კარგი და არც სპორტსმენის, მაგრამ, ზოგადად, უნდა გამოვასწოროთ. მთავარი ეს არის. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში იმიტომ, რომ ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და ეს აისახება ფედერაციაზე“, – განაცხადა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ.

როგორც გეგეშიძემ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვლთან შეხვედრის შემდეგ თქვა, ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილება როგორც მისი თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის, ასევე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციის საკითხი.

„უნდა მოვრჩეთ კინკლაობას. ჩატარდება პრეზიდეიუმის სხდომა, სადაც გადაწყდება ვინ დარჩება და ვინ არა. ჩვენ თვითონ, მოჭიდავეები გადავწყვეტთ რა მოხდება ზოგადად ფედერაციაში“, – აღნიშნა გეგეშიძემ.

გეგა გეგეშიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს დააკავეს. დათუნაშვილის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა.

სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მისი თანამდებობიდან ჩამოშორების თაობაზე. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს არის ჩანიშნული.

ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. მისი თქმით, დგას არჩევანის წინაშე – ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]