weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სპორტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ევროპის უძლიერესი ფალავანის ტიტული ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მესამედ მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, პირველი ნახევარფინალური შეხვედრები ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზეც გაიმართა. ამსტერდამის „აიაქსმა“ სანახაობრივ მატჩში შინ ლიონის „ოლიმპიკს“ სძლია, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი ვიგოს „სელტა“ სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიჩნეული მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის. „ბორჯღალოსანთა“ კაპიტნის თქმით, აღნიშნული რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა „მონაკოსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის იტალიური გრანდის გამარჯვებით დასრულდა. მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე შემტევ გუნდისა და საუკეთესო დაცვის მქონე გუნდს შორის გამართულ მატჩში „იუვენტუსის“…

2016-2017 წლების ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდის ლეგენდარულ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა. „რეალმა“ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და კრისტიანო რონალდოს ჰეთ-თრიქით სამი უპასუხო გოლით დაამარცხა პრინციპული მეტოქე.

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა, ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ბარსელონას ტურნირი კარიერაში მეათედ მოიგო.

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე 2016-2017 წლების პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაასახელა.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული ევროპის ახალგაზრდული პირველობის ფინალში ქართველმა 23-წლამდე მოფარიკავეებმა იტალიის ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონები ისტორიაში პირველად გახდნენ.

ჩეხეთის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „გაზიანთეფსპორის“ მცველმა ფრანტიშეკ რაიტორალმა თავი მოიკლა. ფეხბურთელის სუიციდის შესახებ ინფორმაცია თურქული გუნდის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰალილ ქიზილმა დაადასტურა, თუმცა მისივე თქმით, თვითმკვლელობის მოტივი და მიზეზი…

საფეხბურთო სამყაროში არსებულ უდიდეს დაპირისპირებაში, რომელიც „ელ კლასიკოს“ სახელითაა ცნობილი, მადრიდის „რეალმა“კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე დამარცხდა, რითაც ესპანეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი უპრინციპულეს მეტოქეს დაუთმო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]