weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მსოფლიო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 6 მაისს, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან 50 ქალი, ბავშვი და მოხუცი გამოიყვანეს. მისი თქმით, რუსეთი მთელი დღის განმავლობაში არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რის გამოც ევაკუაციის პროცესი…

დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილესი რუსული მეტალურგიული კომპანია Evraz-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მოკავშირე სახელმწიფოების სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს, 9 მაისს უკრაინას „სრულმასშტაბიანი ომი“ გამოუცხადოს. ამის შესახებ შმიგალმა დღეს, პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და „წითელი ჯვრის“ მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, „აზოვსტალიდან“, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 500 ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე,…

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციასა და ცხედრების გატანაზე იზრუნოს. ამის შესახებ პალამარი დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

რუსი მილიარდერის, „ალფა ჯგუფისა“ და „ალფა ბანკის“ დამფუძნებლის, მიხაილ ფრიდმანის ოჯახს ქალაქ სენ-ტროპეში ვილა დაუყადაღეს, პარიზში კი ბინა. ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა The Insider წერს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით.

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაჭიანურდა. ამის შესახებ მან დღეს, Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციამ ქვეყანა დაატოვებინა „უკვდავი პოლკის“ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ესაკოვს. უწყების მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ესაკოვი მრავალი წლის განმავლობაში, ქვეყანაში შუღლს აღვივებდა და კრემლის პროპაგანდას ავრცელებდა.

„აზოვის“ პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მარიუპოლის გარნიზონი 70-ე დღეა მასზე ბევრად მეტ მტერს წინააღმდეგობას უწევს და 25 აპრილიდან „აზოვსტალის“ ქარხანას ყველა მხრიდან…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]