weather cur horoscope tv
ივნისი 05, 2020

მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრით დაიწყეს.

რუმინეთში ვიზიტის დროს, რომის პაპი ფრანცისკე ბოშებს შეხვდა და კათოლიკური ეკლესიის სახელით, პატიება სთხოვა „ყველა იმ დროისთვის ისტორიაში, როდესაც მათი დისკრიმინაცია ხდებოდა, ექცეოდნენ მათ სასტიკად და უყურებდნენ ზევიდან“.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

პლანეტის უმაღლეს მთათა სისტემაზე რვა მთამსვლელია დაკარგული. ექსპედიციის წევრებს შორის ოთხი ბრიტანელი, ორი ამერიკელი, ერთი ავსტრალიელი და ერთიო ინდოელი ალპინისტები არიან.

ებრაული მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ სირიის ავიაბაზის დაბომბვას 5 სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. სარაკეტო დაბომბვამ საბრძოლო მასალების საწყობი და სხვა შენობები დააზიანა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამერიკაში მიიწვია. ინფორმაცია უკრაინის ახალი პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ამერიკის შტატ ვირჯინიაში არსებულ ქალაქ ვირჯინია ბიჩში სროლისას 12 ადამიანი მოკლეს, 5 კი დაჭრეს. პოლიციის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, მოკლულია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკას პროდუქტებზე ტარიფები დაუწესა. დადგენილება ძალაში 10 ივნისიდან შევა და მექსიკურ პროდუქციას ხუთი პროცენტით დაბეგრავს.

სკანდალურად ცნობილი ვებგვერდის, WikiLeaks-ის ცნობით, ამავე ვებგვერდის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. საიტი ირწმუნება, რომ ეკვადორის საელჩოში გატარებული შვიდი წელი ასანჟის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა.

რუსეთში, მურმანსკის ოლქში მდინარე უმბაზე არსებული ხიდი მოიპარეს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ქურდებმა სავარაუდოდ ჯერ კონსტრუქციის შუა ნაწილი მდინარეში ჩააგდეს, შემდეგ კი ნაწილებად დაშალეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]