weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

მსოფლიო

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა ორი უკრაინელი სამხედრო მოკლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 101-ე ბრიგადის ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 36 წლის იაროსლავა ნიკონენკოა, რომელიც ამავე ბრიგადაში მსახურობდა.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, სირიის დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გეივინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც შტატში ნატურალური ბეწვის ნაწარმის დამზადება, გაყიდვა, გაცვლა და ჩუქება აიკრძალება. აკრძალვა ვრცელდება მათ შორის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, ჩანთებსა და ქუდებზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დღეს, 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან თურქეთის სამხედრო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, 130 ათასზე მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა საზღვრისპირა ქალაქები…

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო კამპანია დაიწყო. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ოთხშაბათს საარტილერიო და საჰაერო თავდასხმა რამდენიმე სოფელსა და ქალაქზე განხორციელდა, რის შედეგადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული…

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს მსოფლიო ლიდერებს ტყვია აჩვენა და განაცხადა, რომ დღეს ადამიანის სიცოცხლის ის ფასი აქვს, რამდენიც მის მიერ ნაჩვენები…

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის განცხადებით, ის და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ბოლტონის ბევრ შეხედულებას არ იზიარებდნენ.

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც რუსულმა სასამართლომ ხუთი წლის წინ დამნაშავედ ცნო ტერორიზმის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თავისუფალია. ის სამშობლოში რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების…

ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი აპირებს ტერორისტული ქსელის ყოველდღიური მმართველობა თავის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრეს, აბდულა ქარდაშს გადასცემს. ამის შესახებ „კავკაზ რეალიი“ ბრიტანული გამოცემა Times-ზე დაყრდნობით წერს.

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი მძიმე დანაშაულებებისთვის, მათ შორის, სპეცრაზმის თანამშრომლის მკვლელობისთვის წარუდგინეს. სააგენტო „ტასს“-ის ცნობით, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსმა, ზამირ ბეიშეკეევმა განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]