weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიო

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდში, ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 17 ადამიანია დაღუპული, რამდენიმე კი დაშავებულია. სროლაში ეჭვმიტანილი 19 წლის ნიკოლას კრუზია, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა…

უნგრეთის მთავრობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებას აძლევს აკრძალოს ან შეზღუდოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რომლებსაც ხელისუფლება „ეროვნული უსაფრთხოებისთვის" საფრთხედ მიიჩნევს.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ხალბე ზეილსტრა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა. უკრაინული მედია წერს, რომ ეს ინფორმაცია დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ, იური გრიმჩაკმა…

მოლდოვაში 12 თებერვლიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მოლდოვურ მაუწყებლებს რუსული საინფორმაციო, ანალიტიკური, სამხედრო და პოლიტიკური შინაარსის პროგრამების გაშვებას უკრძალავს. ტელევიზიისა და რადიოს კოდექსში შესული ცვლილებების მიზანი ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

სამხრეთ აფრიკის პოლიციის განცხადებით, კრუგერის ეროვნულ პარკში ბრაკონიერი, რომელიც ქალაქ ჰუდსპრუიტის მახლობლად ლომებზე არალეგალურად ნადირობდა, ლომებმა შეჭამეს.

ვენესუელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედროებსა და არალეგალ მაღაროელებს შორის შეტაკებას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლივარის შტატის გუბერნატორის განცხადებით, სამხედრო დანაყოფმა თავდასხმა მოიგერია.

ბოლივიის ქალაქ ორუროში კარნავალის დროს გაზის ავზი აფეთქდა, რასაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. ინციდენტისას ასევე დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.

ცნობილმა მილიარდერმა, ღია საზოგადოების ფონდების ქსელის დამფუძნებელმა ჯორჯ სოროსმა დაადასტურა, რომ აქტიურად აფინასებს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საწინააღმდეგო კამპანიას Best for Britain და შეტანილი წვლილით ამაყობს. ბრექსიტის მოწინააღმდეგე აქტივისტები მან…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]