weather cur horoscope tv
ივლისი 06, 2020

მსოფლიო

შვედეთის მთავრობამ, რომელიც თავს პირველ ფემინისტურ მთავრობას უწოდებს, დიდი კრიტიკა დაიმსახურა ირანში ვიზიტის გამო, სადაც პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან შეხვედრის დროს ქალ მინისტრებს თავსაბურავები ეფარათ. არასამთავრობო, უფლებადამცველი ორგანიზაცია UN Watch-ის განცხადებით,…

თურქეთის სამხედრო წარმომადგენლების ინფორმაციით, სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 11 დაიჭრა სირიაში რუსეთის მიერ შეცდომით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალური განცხადებით, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ქონის გამო თურქეთის ანტი-ტერორისტულმა პოლიციამ 440-ზე მეტი პირი დააკავა.

ავსტრიაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის 22 მოქალაქე დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულებს შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ორგანიზებულ დანაშაულთან და რამდენიმე დაჯგუფების კონფლიქტში მონაწილეობდნენ. მინისტრის განმარტებით, დაკავებულები ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილები არ არიან.

სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ყირგიზეთში, თურქული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ავიკატასტროფა აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ერთ-ერთ სოფელთან მოხდა. შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობა იყო.

ჩინეთში, სადაც სპილოს ძვლით ვაჭრობა კოლოსალური მასშტაბით იმართებოდა, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა მთელ პლანეტაზე არსებული სპილოების დასაცავად.

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში მდებარე კინოსამყაროს ცენტრის, ჰოლივუდის ცნობილი ნიშანი, გიგანტური წარწერა HOLLYWOOD უცნობმა პირმა HOLLYWEED-ად გადააკეთა, რითაც კალიფორნიის შტატში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის გახმაურებულ საკითხს გაუსვა ხაზი.

„ჰენიო“ (კორეულად: ზღვის ქალები) - ასე ეწოდება ტრადიციულ კორეულ პროფესიას, რომელსაც მხოლოდ მოხუცი კორეელი ქალები წარმოადგენენ. მათის საქმიანობა, რომელიც მე-5 საუკუნიდან იღებს სათავეს, ოკეანის ცივ წყალში კალმარების, მოლუსკების, ზღვის კიტრის,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]