weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მსოფლიო

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 90 დაიჭრა. ინფორმაცია ერაყის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ავიაკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 168 ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთში კატასტროფას გადაურჩა. ინციდენტი ტრაპიზონის საერთაშორისო აეროპორტში ბოინგ 737-800-ის დაშვების დროს მოხდა. თვითმფრინავი ბილიკიდან გადავიდა და შავი ზღვის პირას, ფერდობზე გაჩერდა.

კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი 33 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს ახალგაზრდა იმიგრანტების კოლეჯში სწავლის დასაფინანსებლად. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას ბეზოსმა მამა გაიხსენა, რომელიც კუბადან აშშ-ში 16 წლის ასაკში…

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან თვითმფრინავ ТУ 154-ის კატასტროფის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო. 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 96-ივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის…

ზამთრის ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობისთვის ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში სპორტსმენებს, გულშემატკივართა ჯგუფსა და მაღალჩინოსანთა დელეგაციას გააგზავნის. გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლების სამხრეთ კორეის დელეგაციასთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ „ისლამური რესპუბლიკის მტრები“ დაადანაშაულა მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რომლის შედეგადაც სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროსთან მდებარე კოპტების ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად. დაღუპულებს შორის თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილეცაა.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო სანკტ-პეტერბურგში, სუპერმარკეტში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. საერთაშორისო ორგანიზაცია SITE Intelligence Group-ის ცნობით, ეს ინფორმაცია სააგენტო Amaq-მა გაავრცელა.

ირანის დედაქალაქ თეირანში ზნეობის პოლიცია ქალებს ჩაცმის წესების დარღვევის გამო აღარ დააკავებს. უცხოური მედიის ინფომაციით, ქალებს, რომლებიც ისლამურ „დრესკოდს“ არ დაიცავენ, საკონსულტაციო ცენტრებში, პოლიციელების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრება მოუწევთ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]