weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მაკედონიას მოუწოდებს, მოაგვაროს თავისი სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან უთანხმოება და განახორციელოს რეფორმები, თუ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს.

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს გარეუბანში სარკინიგზო კატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა. სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც მგზავრები ისხდნენ.

ნიდერლანდებს, ბელგიასა და გერმანიას თავს ძლიერი ქარიშხალი სახელად „ფრედერიკი“ დაატყდა, რომელსაც მსხვერპლი და ტრანსპორტის მოძრაობას შეფერხება მოჰყვა. 19 იანვრის პროგნოზით, ძლიერი შტორმი პოლონეთს მიუახლოვდება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში მარტოობის მინისტრის თანამდებობა გაჩნდა, რომელიც 42 წლის ტრეისი კრაუჩმა დაიკავა. მინისტრის ფუნქცია მარტოობასთან ბრძოლაა. გასულ წელს გამოარკვიეს, რომ დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ხშირად ან ყოველთვის…

ყაზახეთში მდებარე ქალაქ აყტობეს ოლქში სამგზავრო ავტობუსის დაწვის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა საავტომობილო მაგისტრალზე, რომელიც ყაზახეთის ქალაქ შიმქენთს რუსეთის ქალაქ სამარასთან აკავშირებს. საგანგებო სიტუაციათა რეგიონული…

გერმანიის პროკურატურამ „სს“-ს ყოფილ ოფიცერს, 96 წლის ოსკარ გრენინგს, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ბუღალტრად მუშაობდა, შეწყალებაზე უარი უთხრა. 2015 წელს, სასამართლომ ოსკარ გრენინგი დამნაშავედ ცნო მეორე მსოფლიო ომის დროს 300 000…

კალიფორნიის პოლიციამ ცოლ-ქმარი, 57 წლის დევიდ და 49 წლის ლუისა ტურპინები დააკავა, რომლებიც საკუთარი 13 შვილის წამებაში არიან ეჭვმიტანილები. ყველაზე უმცროსი შვილი, რომელიც სახლში აღმოაჩინეს ორი წლისაა, უფროსი კი 29-ის.…

ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა ნაღმსატყორცნით თავდასხმის შედეგად. დაჭრილებს შორის ქალები და ბავშვები არიან.

საუდის არაბეთში 35-წლიანი აკრძალვა გაუქმდა და კინოთეატრებში ფილმების საჯარო ჩვენება ლეგალური გახდა. პირველი ფილმი, რომელიც ქვეყანაში აკრძალვის გაუქმების შემდეგ 13 იანვარს გაუშვეს, 2017 წლის ანიმაცია „ემოჯი ფილმი“ (The Emoji Movie)…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]