weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში, მსოფლიოში პირველად, აქლემებისთვის საავადმყოფო გაიხსნა, რომელიც ერთდროულად 20 აქლემს ემსახურება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტაზე ზავი მრავალჯერ დაარღვიეს, სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ჰელმანდში, სადაც დაჯგუფება თალიბანს ყველაზე ძლიერი პოზიციები აქვს, ექსტრემისტმა მებრძოლებმა პოლიციის ორ სადგურზე იერიში მიიტანეს და 11 პოლიციელი მოკლეს.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ავსტრიის „სახალხო პარტია“ და „თავისუფლების პარტია“ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა სებასტიან კურცმა და ჰაინც-კრისტიან შტრახემ განაცხადეს. ამგვარად, ავსტრია ევროპაში პირველი ქვეყანა იქნება, რომლის მთავრობაშიც ულტრამემარჯვენეები შევლენ.

გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში, ლტოლვილების მიერ გამართული ანტისემიტური აქციის და ისრაელის დროშების დაწვის შემდეგ, გადაწყვიტა მიიღოს კანონი, რომელიც სახელმწიფო დროშების დაწვას აკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

საუკუნის გარიგება, რომელზეც ბოლო პერიოდში გამუდმებით საუბრობდნენ, განხორციელდა. კომპანია „დისნეიმ“ მედია მაგნატ რუპერტ მერდოქის კუთვნილებაში არსებული კორპორაცია 21st Century Fox-ის აქციათა უმრავლესობა 52.4 მილიარდ დოლარად შეიძინა.

კომპანია „გუგლმა“ 2017 წლის ყველაზე პოპულარული თემების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც ინტერნეტ-საძიებო სისტემის ყურადღების ცენტრში მოექცა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად, პარტიული წარდგენის გარეშე იყრის. 14 დეკემბერს, მოსკოვში, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, ვისი კანდიდატი იქნება, პუტინმა მოკლედ უპასუხა, რომ ეს თვითწარდგენა…

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OIC) აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს ოკუპირებულ დედაქალაქად გამოაცხადა და საერთაშორისო საზოგადოებასაც იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]