weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიო

სულ მცირე 53 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსულ ავიაიერიშს აღმოსავლეთ სირიაში მდებარე სოფელ ალ-შაფაჰზე. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 21 ბავშვია.

ზიმბაბვეს რესპუბლიკაში ახალი პრეზიდენტის, ემერსონ მნანგაგვას ინაუგურაცია გაიმართა. აღნიშნული ცერემონია რამდენიმე დღეში მოჰყვა ამ აფრიკული ქვეყნის მხცოვანი ავტოკრატი ლიდერის, 93 წლის რობერტ მუგაბეს გადადგომას.

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ქალაქ ბირ ალ-აბდში მეჩეთზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, დაჭრილია ასზე მეტი ადამიანი. „ბი ბი სის“ ინფორმაცით, ამ დრომდე არავის აუღია პასუხისმგებლობა ტერაქტზე,…

ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშში მეჩეთზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა. „როიტერის“ ინფორმაციით, სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე ამ ქალაქში ტერაქტი პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში იძულებით დააბრუნა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და უკრაინაში მყოფი იმ ჩეჩნების შესახებ აგროვედა ინფორმაციას, რომლებსაც პრორუსული შეხედულებები აქვთ.

ჩრდილო კორეელი სამხედრო მოსამსახურის სამხრეთ კორეაში გაქცევა გაერთიანებული ერების სარდლობის კამერებმა დააფიქსირეს. გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობდა სამხედრო ჯერ ავტომობილით, შემდეგ კი სირბილით სეულის მიერ კონტროლირებად, განიარაღებულ ზონაში გადასვლას.…

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ II-მ და პრინცმა ფილიპმა ქორწინების იუბილეს ფოტო მიუძღვნეს. 91 წლის ელისაბედისა და 96 წლის ფილიპის შეუღლების დღიდან ზუსტად 70 წელი გავიდა.

ორშაბათს გერმანიის პოლიციამ დედაქალაქ ბერლინში 58 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნიუ იორკში არსებული ჯონ ლენონის საცხოვრებლიდან პირადი ნივთების, მათ შორის ლეგენდარული მუსიკოსის რამდენიმე დღიურის მოპარვაში.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი კრიმინალი, კომუნა „ოჯახის“ დამაარსებელი და მქადაგებელი, მასიური მკვლელობების ორგანიზატორი ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სასჯელს სიცოცხლის ბოლომდე იხდიდა.

გლობალური ტერორიზმის ინდექსით, რომელსაც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP) ყოველწლიურად აქვეყნებს, საქართველო მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 77-ადგილს იკავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]