weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მსოფლიო

საუდის არაბეთის კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა 11 პრინცი, ოთხი მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი დააკავა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მილიარდერი პრინცი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალვალიდ ბინ თალალიც არის.

კატალონიის ყოფილ ლიდერ კარლეს პუჩდემონზე ესპანეთის მოსამართლემ დაპატიმრების ორდერი გასცა. ცნობა პუჩდემონის ბელგიელმა ადვოკატმა ფლანდრიის ტელევიზიას 2 ნოემბერს, გვიან საღამოს მიაწოდა. პუჩდემონსა და მისი დამხობილი მთავრობის ოთხ წევრზე ორდერების გაცემას…

3 ნოემბერს კოსმოსში პირველი ცოცხალი არსების, ძაღლ ლაიკას გაშვებიდან 60 წელი შესრულდა. საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდი, რომელშიც ლაიკა იმყოფებოდა, 1957 წლის 3 ნოემბერს გაუშვა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, სერ მაიკლ ფელონი სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო თანამდებობიდან გადადგა. ფელონის განცხადებით, მის მიერ წარსულში ჩადენილი საქციელი არ შეესაბამებოდა სამხედროებს შორის მიღებულ სტანდარტებს და ამ მიზეზით თანამდებობა დატოვა.…

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვეყნის ენისათვის „მოლდოვურის“ ნაცვლად „რუმინულის“ წოდებას.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა არასრულწლოვანი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ნიუ-იორკის ქვემო მანჰეტენის რაიონში მომხდარი ტერაქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. პიკაპის ტიპის ავტომანქანა ველობილიკზე შეიჭრა და ხალხი გაიტანა, რის შემდეგაც სასკოლო ავტობუსს შეეჯახა. პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტის მოწყობაში…

უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მეთაურის ადამ ოსმაევის მეუღლე იყო. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

2018 წლიდან საუდის არაბეთში ქალებს სპორტულ მოედნებზე გამოჩენის უფლებას მისცემენ. მათ საშუალება ექნებათ სპორტულ ღონისძიებებს სამი მთავარი ქალაქის ელ-რიადის, ჯიდას და დამამის სტადიონებზე დაესწრნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]