weather cur horoscope tv
მაისი 14, 2024

მსოფლიო

23 ოქტომბერს ესპანურ ავიაკომპანია Iberia-ს რეისზე, რომელიც მადრიდიდან ლა კორუნიაში სრულდებოდა, თვითმფრინავის ორასამდე მგზავრს საკვების ნაცვლად Samsung Galaxy Note 8 დაურიგეს.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ღია რუსეთის“ დამფუძნებელი და კომპანია „იუკოსის“ ყოფილი მფლობელი, მიხაილ ხოდორკოვსკი ამომრჩევლებს მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და პუტინის წინააღმდეგ მისცენ ხმა.

მოსკოვში რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ წამყვანს, ტატიანა ფელგენგაუერს რედაქციაში თავს დაესხნენ. რადიოს მთავარი რედაქტორის, ალექსეი ვენედიკტოვის ინფორმაციით, რედაქციაში შეიჭრა მამაკაცი, რომელმაც ჟურნალისტს ყელში დანა ჩაარტყა. ვენედიკტოვმა მომხდარს „შეიარაღებული ბანდიტური თავდასხმა“ უწოდა.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

კალიფორნიის შტატში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა ქალაქ სანტა როზაში მცხოვრები გარი დოუერის ავტომობილების კოლექციაც შეიწირა. ევაკუაციის შემდეგ, ხანძრისგან განადგურებულ საცხოვრებელ სახლთან დაბრუნებულ კოლექციონერს მანქანებისგან მხოლოდ ლითონის ჩონჩხებიღა დახვდა.

22 ოქტომბერს ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოსა და ლომბარდიაში ცენტრალური ხელისუფლებისგან ავტონომიის მოპოვების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან (CIA) ლაბრადორის ჯიშის შავი ძაღლი სახელად ლულუ გაათავისუფლეს, რომელსაც სწავლება სპეციალური K9 პროგრამის ფარგლებში უტარდებოდა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე პროვინცია ყანდაარში 43 სამხედრო დაიღუპა და კიდევ ცხრა დაიჭრა სამხედრო ბაზაზე თალიბანის თავდასხმის შედეგად. მინისტრის პრესმდივანმა დავლათ ვაზერიმ რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რომ დაკარგულია…

ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. გუშინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სობჩაკი ამბობს, რომ ის იქნება კანდიდატი „ყველას წინააღმდეგ“, რითიც სურს ამომრჩევლებს ყველა სხვა კანდიდატის…

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ლგბტ თემის წარმომადგენლების სია შეადგინა. სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით, აღრიცხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით ხდება. სიაში დაახლოებით 370 ჰომოსექსუალი და ლესბოსელია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]