weather cur horoscope tv
მაისი 14, 2024

მსოფლიო

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ კომპანია Alphabet Inc-ის შეთავაზებაზე, აღადგინოს პუერტო რიკოში მობილური კავშირგაბმულობა საჰაერო ბურთის საშუალებით,  თანხმობა განაცხადა. აღნიშნული იდეის განხორციელებას კი ის Google-თან ერთად გეგმავს, რომელიც მის კუთვნილებაშია.

ჰოლივუდში სულ უფრო მეტი ცნობილი სახე ჩნდება, რომელიც ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებულ სკანდალზე კომენტარს აკეთებს. გავლენიანი კინოპროდიუსერის შესახებ ინტიმური ხასიათის შევიწროებაზე კი ამჯერად ისეთი მსახიობები ალაპარაკდნენ, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი, გვინეტ…

გავლენიანი ოსკაროსანი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის გარშემო ატეხილ სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებით ჰოლივუდის მსახიობებმა და სხვა ცნობილმა სახეებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. შეგახსენებთ, რომ ბრალდებების გამო პროდიუსერი საქმიანობას ჩამოაშორეს.

რუსული ბომბდამშენი „სუ-24“ სირიაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც მისი ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ხმეიმიმის ავიაბაზაზე დღეს დილით მოხდა.

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ხანძარმა 1500-მდე შენობა გაანადგურა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი სანტა როზა, სადაც რამდენიმე…

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. ერდოღანის თქმით, თურქეთი გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონის ქუჩებში ათი ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა რეგიონული მთავრობის მცდელობა ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფის შესახებ.

პოლონეთში, ე.წ. ლოცვის დღეს, ქვეყნის საზღვრებთან კათოლიკეებმა პოლონეთისა და ქრისტიანული სამყაროს გადარჩენისთვის ილოცეს. დაახლოებით 3 000 კილომეტრიან საზღვარზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსეთის მთავრობის დავალებით მოქმედმა ჰაკერებმა ინფორმაცია მოიპოვეს გასაიდუმლოებულ მეთოდებზე, რომლებსაც აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტო (NSA) უცხოეთის კომპიუტერულ ქსელებში შესაღწევად და კიბერიერიშებისაგან თავის დასაცავად იყენებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]