weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი, 56 წლის ბარაკ ობამა ჩიკაგოში ნაფიც მსაჯულად მიიწვიეს. ობამა კუკის ოლქში სავარაუდოდ ნოემბერში იმსახურებს და მონაწილეობას მიიღებს, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეების განხილვაში. 

აღმოსავლეთ სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიური ნივთიერება ზარინის შემცველი იარაღის გამოყენების გამო პასუხისმგებლობა სირიის მთავრობას ეკისრება - ნათქვამია გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტების ერთობლივ ანგარიშში.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის განცხადებით, მისმა მთავრობამ დაიწყო კატალონიაზე უშუალო კონტროლის დამყარების პროცესი, ბათილად გამოაცხადა დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული კენჭისყრის შედეგები, გადააყენა სეპარატისტული რეგიონის ლიდერები და დაშალა რეგიონული პარლამენტი.

კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს. დამოუკიდებლობას ხმა 70-მა დეპუტატმა 10-ის წინააღმდეგ მისცა, ორმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, 32 წლის პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი მიიჩნევს, რომ ირანის რევოლუციის გავლენით ბოლო 30 წელი მისი ქვეყანა ძალიან კონსერვატიული იყო. მან პირობა დადო, რომ საუდის…

კომპანია Twitter-მა რუსული საინფორმაციო სააგენტოების Russia Today-სა და Sputnik-ის ანგარიშებიდან ყველანაირი რეკლამა დაბლოკა. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ მედია კომპანიების შესაძლო ჩარევის გამო მიიღეს.

ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისადმი მუქარის წერილი გაავრცელა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახულია სტადიონის წინ მდგარი შეიარაღებული ჯიჰადისტი ნაღმთან ერთად. სურათზე ასევე დართულია…

უკრაინაში, კიევის ცენტრში მომხდარ აფეთქებას, რომელის შედეგადაც რადას დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი დაიჭრა, მისი მცველი კი დაიღუპა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, საქმეს უკრაინის უშიშროების სამსახური გამოიძიებს.

ალბერტ აინშტაინის ჩანაწერი, რომელსაც ბედნიერი ცხოვრების ფორმულას უწოდებენ, იერუსალიმში გამართულ აუქციონზე 1.6 მილიონ დოლარად გაიყიდა. გერმანულ ენაზე გაკეთებული ჩანაწერი ფიზიკოსმა 1922 წელს, ტოკიოში ყოფნის დროს სასტუმროს კურიერს ხურდის ნაცვლად დაუტოვა.…

საფრანგეთის სასამართლო ბავშვისთვის „ჯიჰადის“ დარქმევის საქმეს განიხილავს. ქალაქ ტულუზაში მცხოვრებმა წყვილმა 2 აგვისტოს დაბადებულ ბიჭს სახელად „ჯიჰადი“ დაარქვა, თუმცა მის რეგისტრაციაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა და პროკურატურას მიმართა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]