weather cur horoscope tv
მაისი 14, 2024

მსოფლიო

აღიარებულმა ოსკაროსანმა მექსიკელმა კინორეჟისორმა ალფონსო კუარონმა მიწისძვრებით დაზარალებული მექსიკის დასახმარებლად მულტი-პლატფორმული ინიციატივა სახელწოდებით Mexico Rises წამოიწყო, რომელსაც ბევრი ცნობადი სახე შეუერთნდნენ, მათ შორის - მექსიკელი რეჟისორები: ორგზის ოსკაროსანი ალეხანდრო გონსალეს…

თურქეთში გზის პირას ჩადებულ ბომბზე ავტომანქანის აფეთქების შედეგადო თხი ჯარისკაცი დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ჰაქიარის პროვინციაში, ირანთან საზღვრის მახლობლად მოხდა.

ქიმიის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია კრიოელექტრონული მიკროსკოპიის განვითარებისათვის სამ მეცნიერს მიენიჭა. შვეიცარელი ჟაკ დუბოშე, ამერიკელი იოახიმ ფრენკი და ბრიტანელი რიჩარდ ჰენდერსონი 9 მილიონ შვედური კრონის (1.1 მლნ დოლარის) ოდენობით დაჯილდოვდნენ.

ჩრდილოეთ კორეაში ამიერიდან საწვავს მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები, აგრეთვე შეიარაღებული ძალებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები იყიდიან, რადგან მოსახლეობისთვის ბენზინის მიყიდვა აიკრძალა.

ირანში სასამართლომ შვიდ რეფორმატორ პოლიტიკოსს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის ძმას, თითო-თითო წლით პატიმრობა მიუსაჯა და ორ-ორი წლით აუკრძალა აქტიურობა პოლიტიკასა და მედიაში.

სამი ამერიკელი ფიზიკოსი კოსმოსში წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებისთვის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. რაინერ ვაისი, ბერი ბარიში და კიპ თორნი ამერიკასა და იტალიაში ბაზირებული LIGO-Virgo ლაბორატორიის წევრები არიან, რომელსაც აღმოჩენა…

სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა სირიის დედაქალაქ დამასკოს ცენტრში მოწყობილი აფეთქებების შედეგად. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ავრცელებს ცნობას, რომ პოლიციის განყოფილების მახლობლად ჯერ დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, შემდეგ…

ლას-ვეგასში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბრიტანული გამოცემა „ბი ბი სის“ ინფორმაციით, მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმა 64 წლის სტეფან პადოკმა განახორციელა. სროლის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა,…

ესპანეთში, კატალონიის პროვინციაში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი. მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ბარსელონაში განაცხადა, რომ მადრიდის წინააღმდეგობის მიუხედავად, რეფერენდუმი შედგა და კატალონიამ დამოუკიდებლობის უფლება…

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის საჰაერო ძალების შეცდომამ უშიშროების ძალების 10 წევრის სიცოცხლე შეიწირა. იერიში, რომლის დროს ასევე დაიჭრა ათამდე სამხედრო, ავღანეთისავე ძალების პოზიციაზე, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში განხორციელდა.…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]