weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მსოფლიო

პოლონეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს ჰოლოკოსტის შესახებ, რომლის მიხედვითაც პოლონელების ჰოლოკოსტში დადანაშაულება დასჯადი ხდება. კანონი 57 ხმით 23-ის წინააღმდეგ მიიღეს. მის ძალაში შესვლას ქვეყნის პრეზიდენტის ანჯეი დუდას ხელმოწერა სჭირდება.

დიდ ბრიტანეთში, პარლამენტის ლორდთა პალატის წევრმა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა მაიკლ ბეიტსმა სხდომაზე დაგვიანების გამო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ლორდ ბეიტსის განცხადებით, შერცხვენილია, რადგან ადგილზე არ იყო მაშინ, როდესაც კითხვაზე…

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე მდებარე პატარა ქალაქ ოლოლაიში მიტოვებულ სახლებს 1 ევროდ ყიდიან. CNN-ის რეპორტიორის ინფორმაციით, ოლოლაი მდინარეებით, ტბებით, დაცული ტერიტორიებითა და მუხის ტყეებით გარშემორტყმული ადგილია. ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ამ მხარის…

ინდოეთის დედაქალაქ დელიში 8 თვის ბავშვი გააუპატიურეს. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მისი 28 წლის ბიძაშვილია, რომელიც უკვე დააკავეს.

გერმანიაში 44 ტონა შოკოლადით დატვირთული ორი სატვირთო ავტომანქანა გაიტაცეს. Associated Press-ის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს, ღამით მოხდა. თითქმის 500 000 აშშ დოლარის ღირებულების შოკოლადი ქალაქ ფრაიბურგში არსებული ინდუსტრიული პარკიდან წაიღეს.

გერმანიამ ევროკავშირის საიმიგრაციო პროგრამის ფარგლებში ლტოლვილების მიღება თითქმის დაასრულა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთი სირიასთან საზღვარს „ტერორისტებისგან“ გაწმენდს. მისივე თქმით, ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს, რომ სირიელმა ლტოლვილებმა, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არიან, სამშობლოში მაშინვე შეძლონ დაბრუნება,…

შეერთებულ შტატებში ტანმოვარჯიშეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ ექიმ ლოურენს (ლარი) ნასარს 175 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანებზე სექსუალურ ძალადობაში.

პარიზში მრავალდღიანი წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე სენას წყალდიდობის საფრთხის გამო, ლუვრისა და ორსეს მუზეუმები დროებით დაიკეტა.

აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ჰუმანიტარულ ორგანიზაცია Save the Children-ის ოფისში შეიჭრნენ და სულ ცოტა, ხუთი ადამიანი მოკლეს, 12 კი დაჭრეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]