weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, რომელიც პარლამენტმა თანამდებობაზე 17 აპრილს აირჩია, დღეს გადადგა. მის გადადგომას წინ 10-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა. ერევანში გამოსული ათასობით ადამიანი ხელისუფლებაში სარგსიანის დარჩენის წინააღმდეგი იყო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა ხალხმრავალი საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. სარგსიანის განცხადებით, ის, როგორც ქვეყნის მეთაური, ხალხს ბოლოჯერ მიმართავს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპროტესტო აქციაში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკაცრი ზომები იქნება მიღებული იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ვინც სამხედრო ნაწილი თვითნებურად დატოვეს და საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას, სადაც პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვენ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 20-მდე ახალგაზრდას წინ ოფიცერი მიუძღოდა, რომელსაც სომხეთის დროშა უჭირა.

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სხვადასხვა სასწავლებლის ასობით სტუდენტი შეუერთდა. დღეს მათ სასწავლო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პაშინიანის მეთაურობით ერებუნის რაიონისკენ მიდიოდნენ. როდესაც არცახის ქუჩაზე მივიდნენ, მათ სამართალდამცველები გადაეღობნენ. დემონსტრანტებმა…

21 აპრილს დაღესტანში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც ცხრა პირის ლიკვიდაცია მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ქალაქ დერბენტში დივერსიულ-ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ.

სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

ერევანში დღეს დილით პოლიციამ ძალა გამოიყენა და სომხეთის მთავრობის შენობის მესამე კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა. პოლიციამ 20 დემონსტრანტი დააკავა და შენობის შესასვლელზე კონტროლი დაამყარა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]