weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კავკასია

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა წარმოშობით ჩეჩენი საიდ-ჰუსეინ ტაკაევი, რომელიც 2000-2003 წლებში ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმაშია ბრალდებული.

ჩეჩნეთში რუსეთის სპეცსამსახურების ვერტმფრენი „მი-8“ ჩამოვარდა. სააგენტო „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან სულ მცირე 5 დაიღუპა.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, 26 ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზის განყოფილებაში. მათი იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.

დაღესტანში, ქალაქ ყიზლარში მორწმუნეებზე მომხდარ თავდასხმაზე, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას SITE Intelligence Group-ის ექსპერტები ავრცელებენ.

2018 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება, - ამის შესახებ გროზნოს აეროპორტის დირექტორმა სულთან გამბულატოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა.

აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ კინოთეატრებში ბრიტანული სატირული კომედიის „სტალინის სიკვდილის“ (The Death of Stalin) ჩვენება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Meydan TV ავრცელებს.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ შეიხულისლამ გაჯი ალახშუკურ ფაშაზადემ აზერბაიჯანში იმამებს მითითება მისცა, რომ პარასკევის ლოცვის დროს ხალხს მოუწოდონ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ილჰამ ალიევს მისცენ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.…

სომხეთში, ერევნის მერიაში, უხუცესთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, საბჭოს წევრმა მამაკაცებმა დეპუტატი მარინა ხაჩატრიანი ცემეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციური პარტიის წევრებმა დედაქალაქის მერისთვის ერთ-ერთი რაიონიდან მიტანილი კანალიზაციის წყლის გადაცემა…

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრონული ვალუტის - ბიტკოინის შეძენა გადაწყვიტა. კადიროვის განმარტებით, ეს მას დაეხმარება კრიპტოვალუტის განვითარებას დააკვირდეს.

აზერბაიჯანის ოპოზიციურმა პარტია „მუსავატმა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, პარტია მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უკანონოა და ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]