weather cur horoscope tv
მაისი 28, 2022

კავკასია

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას, სადაც პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომას ითხოვენ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 20-მდე ახალგაზრდას წინ ოფიცერი მიუძღოდა, რომელსაც სომხეთის დროშა უჭირა.

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სხვადასხვა სასწავლებლის ასობით სტუდენტი შეუერთდა. დღეს მათ სასწავლო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პაშინიანის მეთაურობით ერებუნის რაიონისკენ მიდიოდნენ. როდესაც არცახის ქუჩაზე მივიდნენ, მათ სამართალდამცველები გადაეღობნენ. დემონსტრანტებმა…

21 აპრილს დაღესტანში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც ცხრა პირის ლიკვიდაცია მოხდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ქალაქ დერბენტში დივერსიულ-ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ.

სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

ერევანში დღეს დილით პოლიციამ ძალა გამოიყენა და სომხეთის მთავრობის შენობის მესამე კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაშალა. პოლიციამ 20 დემონსტრანტი დააკავა და შენობის შესასვლელზე კონტროლი დაამყარა.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მილი მეჯლისში ილჰამ ალიევის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ფიცის დადების დროს ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს და ღირსეულად ემსახურება ხალხს.

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ათეულობით მოქალაქე დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციაში განაცხადეს, რომ 12:00 საათისთვის 66 ადამიანი იყო დაკავებული.

სომხეთის დედაქალაქში პროტესტი გრძელდება. NEWS.am-ის ინფორმაციით, აქტივისტები ამ დრომდე ერევნის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას ცდილობენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, ამ პროცესს უკვე არ აკონტროლებენ და ხალხი…

სომხეთის დედაქალაქში ოპოზიციის მომხრეებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ერევანში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. აქცია-მსვლელობის მონაწილეები აპროტესტებენ ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას. ამ საკითხს სომხეთის პარლამენტმა კენჭი ხვალ უნდა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]