weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

სს „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ ინტერნეტპროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 14 და 15 დეკემბერს, რამდენიმე საათის განმავლობაში ზოგიერთი სერვისი ხელმისაწვდომი არ იქნება.

ცნობილი ჩინელი ფოტოგრაფი ლუ გუანი, რომელსაც გამოჩენილი საქმიანობის გამო ჯილდოებიც აქვს მიღებული, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ფოტოგრაფის მეუღლე სუ სიაოლი აცხადებს, რომ ქმარი 3 ნოემბრის შემდეგ არ უნახავს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია გაერთიანებულ ოპოზიციას 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სტარტი აიღო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატმა, რომელშიც კონტინენტების შვიდი საუკეთესო საფეხბურთო კლუბი მონაწილეობს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე…

რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „მეგატექნიკა“ არასრულწლოვანმა გაქურდა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, მაღაზიიდან წაღებულია 19 მობილური ტელეფონი, რომელთა ჯამური ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების – ქარბუქისა და ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94 კილომეტრიდან 110-ე კილომეტრამდე (ფარავანის უღელტეხილი) ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ახალი მომღერლები და ჯგუფები შეიყვანეს. 2019 წლიდან დიდების დარბაზს სულ 7 შემსრულებელი შეუერთდება.

თბილისში ოთხი მამაკაცი დაჭრეს

პარასკევი, 14 დეკემბერი 2018 11:02

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, ოთხი მამაკაცი სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი გვიან ღამით, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა.

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ (UWW) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი ფალავანი ზვიად პატარიძე (130 კგ) 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]