weather cur horoscope tv
ივნისი 12, 2025

თბილისში ოთხი მამაკაცი დაჭრეს

პარასკევი, 14 დეკემბერი 2018 11:02

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, ოთხი მამაკაცი სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი გვიან ღამით, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა.

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ (UWW) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი ფალავანი ზვიად პატარიძე (130 კგ) 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ჯგუფური ტურნირი UEFA-ს მეორე რანგის ტურნირ ევროპა ლიგაზეც დასრულდა და ყველა ის გუნდი გახდა ცნობილი, რომლებიც პლეი-ოფიდან გააგრძელებენ ასპარეზობას. ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზეა ის ორი საფეხბურთო კლუბი,…

29 წლის შერიფ შეაქათი, რომელიც სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი, პოლიციამ მოკლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ის თავდასხმის ადგილიდან ორ კილომეტრში, ნოდორფის უბანში, გერმანიის საზღვართან ახლოს იქნა ლიკვიდირებული. შექათი ერთ-ერთ…

დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის თქმით, ის პროვოკაციის მსხვერპლია და ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებს. ამის შესახებ აბაზოვმა ექვსთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი ორი საჩივარი დაუშვებლად გამოცხადდა, ერთი საჩივრის ნაწილზე კი სასამართლომ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა ვერ შეძლო და ქართულ…

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 14, 15 და 16 დეკემბერს ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა მოხდება.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დაკავებული თემურ აბაზოვი, წინასწარი პატიმრობიდან 10 ათასი ლარის ოდენობით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აბაზოვის გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია…

„ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მეხუთე პრეზიდენტი და მე ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სწორი და ადეკვატური იქნება, თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება. მარგველაშვილის თქმით, ამის შემდეგ ქართული საზოგადოებისთვისაც და ქვეყნის პარტნიორებისთვისაც ბევრი რამ გასაგები იქნება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]