weather cur horoscope tv
ივნისი 13, 2025

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საახალწლო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ წელს მერიამ საახალწლო სლოგანად „სიყვარულით სავსე ქალაქი“ შეარჩია.

პრესტიჟულმა ამერიკულმა ჟურნალმა Time, წინა წლების მსგავსად კვლავ დაასახელა 2018 წლის ადამიანის ვინაობა. წლევანდელი წოდება იმ ჟურნალისტებს ერგოთ, რომლებიც სამსახურეობრივი საქმიანობის გამო იდევნებოდნენ, აკავებდნენ ანდა კლავდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრები 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ბავშვი ცემეს, რის შემდეგაც ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბოლო ტური ოთხ ქვეჯგუფში შედგა და მერვედფინალისტთა ვინაობა გაირკვა. პლეი-ოფში ბრძოლას აგრძელებს „ლივერპული“, რომელმაც პრინციპულ მატჩში „ნაპოლის“ დამარცხება შეძლო. სხვა შეხვედრებს შორის აღსანიშნავია B ჯგუფის მატჩებიც.

დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა. შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან 7 დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ კონფერენცია ჩატარდა, სადაც ხელისუფლებისთვის მიმართვა შეიმუშავეს.

საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. ახალი კოდექსით, სასაზღვრო ფორმალობების გამარტივება იძლევა საშუალებას გადამზიდავმა კომპანიამ წინასწარ წარადგინოს ზოგადი დეკლარაცია, საქონლის შემოტანისას 200, ხოლო გატანისას 150 დღით ადრე,…

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ მომავალ წელს „სამხრეთ ოსეთი“ სირიაში საელჩოს გახსნის. ამ თემაზე მედოევმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს იმ მსესხებლებისთვის, ვინც ვებგვერდ Vali.ge-ზე ატვირთულ მსესხებელთა ბაზაში საკუთარი მონაცემების პოვნას ცდილობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]