weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი შეხვდა ეროვნებით სომეხ 21 წლის სტუდენტს, კარინე ბაგირიანს, რომელმაც თბილისში, ქუჩაში შემთხვევით 37 000 ამერიკული დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა.

თბილისში 19 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, მამაკაცი გარდაცვლილი საცხოვრებელ ბინაში ნახეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც სიკვდილის რეალურ მიზეზს დაადგენს.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთ მათგანს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი მსუბუქი დაზიანება აქვს.

ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები. ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს, ისევ ჩვენ არ მოვიპარეთ? – განაცხადა საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიჩნევს, რომ არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მოსახლეობა ღირსეულად შეხვდება. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს აზიური ფაროსანას შესაწამლ აპარატურას. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია შესასხურებლებით აღჭურვილ ბორბლებიან ტრაქტორებსა და სატვირთო პიკაპებზე, რომლებსაც პირველად ტექნიკურ მომსახურებას ჩინეთიდან ჩამოსული…

დღეს, 9 დეკემბერს, სომხეთში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნული კრების რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ხმის მიცემა 2010 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი დროით დილს 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩეველთა…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1974 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

ვეტერანი რუსი უფლებადამცველი, მოსკოვის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე ლიუდმილა ალექსეევა 91 წლის ასაკში, მოსკოვის N15 საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]