weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ჯგუფური ტურნირი დამთავრდა და ყველა მერვედფინალისტი გუნდი გამოვლინდა.

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 43 კი დაშავდა თურქეთში დღეს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ანკარიდან ქალაქ კონიას მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი იგივე რელსებზე მოძრავ ლოკომოტივს შეეჯახა.

თბილისის მერია სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც 10 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტი, ანძის სრული მოდერნიზაციის გარდა, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. სოფელში მერის წარმომადგენლის, გელა ცეცხლაძის განცხადებით, მშობელს ბავშვი ხელიდან დაუსხლტა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი დაეხაჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 79-ე კილომეტრიდან 89-ე კილომეტრამდე (მლეთა-გუდაურის მონაკვეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება საქმეზე „თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შალვა რამიშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თათია…

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა. ქარხნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოების შემცირების გამო მიიღეს.  

რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და იმერეთში მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 6.8 მილიონი ევრო დაიხარჯება. ოთხწლიანი პროექტი 2019 წელს დაიწყება.

ამერიკელმა მოკრივე პატრისიო მანუელმა პროფესიონალურ სპორტში პირველი გამარჯვება მოიპოვა. შაბათს, კალიფორნიაში გამართულ Golden Boy Promotions-ის ტურნირზე 33 წლის სპორტსმენმა მექსიკელი უგო აგილარი დაამარცხა და პირველი ამერიკელი ტრანსგენდერი გახდა, რომელმაც კრივის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]