weather cur horoscope tv
ივნისი 28, 2025

საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 ივლისამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42 გრადუსს, მთიან რაიონებში კი 35, 37გრადუსს მიაღწიოს.…

ქართველი მთამსვლელების - არჩილ ბადრიაშვილის, ბაქარ გელაშვილისა და გიორგი ტეფნაძის ასვლა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ასვლების სიაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა, ავთანდილ ცინცაძემ გაავრცელა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ქრობის სამუშაოებს ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს სოფლების - ნაზარლოსა და ვახტანგისის მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. კადრები, სადაც მასობრივი ჩხუბი და ამოტრიალებული ავტომობილი ჩანს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ავიარეისებს ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200…

სურამში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 34 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცმა ცოლს, 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტები, რომლებიც 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას და გამოცდის ჩაბარებას, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდებიან.

ნოტარიუსმა ბაჩანა შენგელიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ის იუსტიციის მინისტრის იმ ბრძანებას ასაჩივრებს, რომლიც ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოში შენგელიას ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია…

სურამის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს. სავარუდოდ, დანაშაული მოკლულის ქმარმა ჩაიდინა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]