weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ის უკვე არჩეულია და ჩვენ როგორც ქვეყანამ მხარი უნდა დავუჭიროთ პრეზიდენტს - ნიკოლ კიდმანი ტრამპზე

14:48 პარასკევი, 13 იანვარი 2017

ოსკაროსანმა ვარსკვლავმა ნიკოლ კიდმანმა, რომელიც ლონდონში კინოპრემიერაზე იმყოფებოდა, BBC-სთან სტუმრობისას ახალ ფილმზე, პირად ცხოვრებასა და პოლიტიკაზეც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც დონალდ ტრამპს ეხებოდა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა უპასუხა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, პრეზიდენტს მთელმა ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს, რადგან ის დემოკრატიულად არჩეულია.

ჟურნალისტ ვიქტორია დერბიშირთან საუბრისას წარმოშობით ავსტრალიელმა მსახიობმა ტრამპის მიმართ საკუთარი შეხედულება დააფიქსირა.

„ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაზე საუბარს თავი ავარიდო. არასოდეს გამიკეთებია განცხადებები ამ თემაზე, არც - ამერიკაში და არც - ავსტრალიაში. მე, რა თქმა უნდა, ვიცავდი, ვიცავ და ყოველთვის დავიცავ ქალთა უფლებებს, ადამიანის უფლებებს, თუმცა ვიტყვი იმას, რომ ის უკვე არჩეულია და ახლა ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვალდებული ვართ მხარი დავუჭიროთ იმას, ვინც ქვეყნის პრეზიდენტია. ქვეყანაც სწორედ ამ მხარდაჭერაზეა დაფუძნებული“, - აღნიშნა ჰოლივუდის ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს გლობუსის უკანასკნელ დაჯილდოვებაზე მსახიობმა მერილ სტრიპმა დონალდ ტრამპის მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა, რასაც შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა მწვავედ უპასუხა. აღნიშნულ კონფლიქტს კი სხვა მსახიობებიც გამოეხმაურნენ.

ნიკოლ კიდმანმა უკანასკნელი ფილმით სათაურად Lion, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, სხვადასხვა პრესტიჟულ დაჯილდოებებზე, მათ შორის ოქროს გლობუსზე, უკვე მოიპოვა ნომინაცია და ოსკარზე წარდგენის კანდიდატათაც მოიაზრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]