weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირველკლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მოსწავლეებს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ. შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ედუარდ გოგრაჭაძემ განაცხადა,…

სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 37 წლის ა.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში დააკავეს.

საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბში თუში მეღვინისა და ბიზნესმენის ილია კახოიძის ვენახში რთველი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძეც მონაწილეობდა. ილია კახოიძეს წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ…

ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში, 50 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით მამა მოკლა, დედა კი დაჭრა. 80-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილი ქალი ბაღდათის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გურჯაანში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ერთმანეთს "ჟიგულის" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხის კიდევ ერთი, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. TV25-ის ინფორმაციით, მკვდარი პირუტყვი ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ საძოვარზე იპოვეს.

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში კვლავ დაძაბულობაა. სოფელში მცხოვრებ მუსლიმებს ლოცვის საშუალება არ მისცეს სადავო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი ყოველ პარასკევს, ღია ცის ქვეშ ლოცულობდნენ. მუსლიმების თქმით, მათთან ზარზმის მონასტრის…

ახმეტის გამგეობამ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს „ბადაგონის“ ღვინის ქარხანასთან მისასვლელი გზის მოასფალტებისათვის 100 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მანამდე, ერთი კვირით ადრე, კომპანია „ბადაგონმა“ პარტია „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ე.წ. დემიდოვის ბინაზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე და ტურისტულ თავშესაფარ „მეტეოში“, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე მზის ფოტოელექტრული სისტემები დამონტაჟა.

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, 21 სექტემბერს, თხილიანაში, უკანაფშავის სოფლებს შორის სოციალური პროექტების შედგენის კონკურსს გამართავს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]