weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საზოგადოება

დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა „არწივის ხეობა“ გაქურდეს, საწარმოს დარაჯი, 79 წლის მამაკაცი კი ცემეს. ქურდობა 9 სექტემბერს მოხდა. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული დ.ჯ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა საკუთარ მეუღლეზე - 1987 წელს დაბადებულ დ.ს.-ზე, რომელმაც…

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.  შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 სხვადასხვა ტრავმებით გურჯაანის და საგარეჯოს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მძიმეა 14…

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. TV25-ის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას 30 წლამდე ასაკის ორივე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ხანძრის შედეგად 100 რიგზე მეტი ვენახი დაიწვა. ადგილობრივების თქმით, მეხანძრე–მაშველები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ და ცეცხლის ჩასაქრობად საკმარისი წყალიც არ ჰქონდათ.

ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ 12 - კმ 18 კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, ამ მონაკვეთზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს მისასვლელი გზა გამოერეცხა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალაქ ზესტაფონში, სავალუტო ჯიხურში ვალუტის გადაცვლისას 2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა გაასაღა.

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა. ფეხსაცმელი ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს კახა ცერცვაძეს გადასცა.

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი, რომლის დევიზია „შეაგროვე სიხარული“ დღეს, 14:00 საათზე თბილისში, ახალი მზიურის ტერიტორიაზე გაიხსნება და შემდეგ სიღნაღში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში გადაინაცვლებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი გადაარჩინეს.  

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]