weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომლების, ნარგიზ ნიგურიანისა და მაია კახიანის სარჩელები და მერიას მათთვის ერთი წლის იძულებით განაცდური ხელფასის გადახდა დააკისრა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის ქსელის შეცვლა-გამრიცხველიანების სამუშაოები ხორციელდება. მაგალითად, სოფელ ენისელში მიმდინარეობს სასმელი წყლის რეზერვუარამდე ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა-გამრიცხველიანება. პროექტის ღირებულება 232 711 ლარია.

ვილნიუსის ერთ-ერთ რაიონში „ქართველების ქუჩა“ (Kartvelu Street) გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუჩა ლიეტუვაში მიმდინარე კულტურის დღეების „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში - 2019 “ ფარგლებში გახსნეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რატომ ითხოვს ყოფილი თანამშრომლის, სამხედრო მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის 28 000 ლარით დაჯარიმებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელ YouTube-ში ატვირთვის გამო მოზარდი დააკავეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებული ჩადენილ ქმედებას…

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 36 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის და ველისციხეში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული კიდევ ერთი პირის, ვალერი მუსაევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გორის რაიონული სასამართლო ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასჯელს დღეს გამოაცხადებს. სასჯელის დანიშვნის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ „TV4“-მა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა. არხის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარკვეული ძალების მხრიდან იყო მცდელობა, ჩარეულიყვნენ მათ სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში, რის გამოც არხმა პროტესტის ნიშნად შეწყვიტა მაუწყებლობა.

თურქეთიდან საქართველოში შვეიცარიული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი შემოვიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს. მატარებელი ამ დროისთვის ახალქალაქის სადგურშია გაჩერებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]