weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საზოგადოება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 51 138 ბავშვი შეადგინა (მათ შორის – 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო), რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, „ვიზეარს“ (Wizz Air) ახალ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა მიენიჭა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 8 ახალი მიმართულებით დაიწყებს.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აცხადებს საგაზაფხულო მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, სავაგონო მეურნეობა, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა, რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და სარკინიგზო გადაზიდვები.

სახელმწიფომ ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა. იუნესკოში წარსადგენ განაცხადს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა…

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დააკავეს.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ღამის ქოთნები და „პამპერსები“ მიიტანა. წულაიამ ამ ფორმით ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობაზე ყურადღების მიქცევა სცადა.

თელავში ახალგაზრდა ქალმა დედა დანით დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 30 წლამდე ქალია დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე: გურამ გ., გიორგი კ., ტარიელ ი. და რამაზ ი. დააკავეს.

ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის დასრულების შემდეგ, სტუდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მესამე იარუსიდან პროკლამაციები გადააყარა. პროკლამაციები ძველი ბათუმის დაცვისკენ მოწოდებას შეიცავდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს („დაეში“) შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა შემცირდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ახალგაზრდები „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიით აღარ ინტერესდებიან, ხოლო მათ,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]