weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საზოგადოება

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, 8 მაისს, კახეთში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა და ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის…

ფოთის თეატრის შენობის ექსპერტიზისა და რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. მერიაში განმარტეს, რომ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

„112“-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევის დროს, ოპერატიულად დაადგინოს დაზარალებული მოსწავლის საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „12 ნაბიჯი ხარისხიანი განათლებისკენ“, რომლის მიხედვითაც, სოფლის სკოლები საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად გარდაიქმნება. სკოლა გააერთიანებს საბავშვო ბაღს, კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და…

გერმანიიდან თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდა. ამჯერად სპეციალური რეისით დიუსელდორფიდან თბილისში საქართველოს 60-მდე მოქალაქე დააბრუნეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უდაბნოსა და მისი მეზობელი სოფლის მცხოვრებლებს პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად საგარეჯოში…

„არ არსებობს განსხვავება კლუბურ და დანარჩენ ნარკოტიკებს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური შედეგის მოტანა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალებები.

აბასთუმანში მე-18 და მე-19 საუკუნეებში აშენებულ 18 ისტორიულ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 3.7 მილიონი ლარია, სახლების პირვანდელი იერ-სახით აღდგენას ითვალისწინებს. პროექტის დონორი…

საინიციატივო ჯგუფმა „მარო“ (სახელი შერჩეულია მარო მაყაშვილის პატივსაცემად) გორში, ცენტრალური ქუჩისთვის იოსებ სტალინის სახელის გადარქმევის მოთხოვნით პეტიცია მოამზადა. მოქალაქეებმა პეტიციით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს, თუმცა გორის მერია პეტიციის ტექსტს ვებგვერდზე ამ…

ტყიბულში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან, დღეს, 9 მაისს, 17:00 საათზე მეშახტეებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქცია 22:00 საათამდე გაგრძელდება. ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 9 მაისს, მინდელის სახელობის მაღაროში ოთხი მეშახტე…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]