weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საზოგადოება

ხელვაჩაურში, „ღვინის სახლთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ. ხუთივე ადამიანი მსუბუქ ავტომობილში იჯდა. მაშველები მანქანიდან გარდაცვლილთა გამოყვანას ცდილობენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხადორის ხეობაში საქართველოს პანკრატიონის ფედერაციის წევრი, ჭიდაობა გრეპლინგში მსოფლიოს ჩემპიონი, 26 წლის გრიგოლ ტყემალაძე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, გურიასა და აჭარაში მომხდარი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 14 ფაქტზე 12 პირი დააკავეს, 11 კი ამხილეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე VIII-IX საუკუნეების ე.წ. ბნელი ხევის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

რუსთავში რამდენიმე თვის წინ მოკლული გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს ნახეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხადორის ხეობაში 27 წლის მამაკაცი დაახლოებით 150 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. სავარაუდოდ, ახალგაზრდები ხეობაში სანადიროდ იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს გ. ტ-ს კლდეზე ფეხი დაუცდა. უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში…

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, კომპანია „China Railway 23rd“-თან, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთის მშენებელობის მიმდინარეობა განიხილა. როგორც საზედამხედველო ორგანიზაციის და დეპარტამენტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ჩამორჩენით მიმდინარეობს,…

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტოზე კიბერთავდასხმის მიზანი კრიპტოვალუტის მოთხოვნა იყო. როგორც ლევან კარანაძემ აღნიშნა, კიბერთავდასხმის შედეგად სამოქალაქო ავიაციის შიდა სერვერზე მონაცემები დაიბლოკა, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა შიდა პროგრამული…

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, რატომ ღირს თურქეთში მედიკამენტები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. მინისტრის თქმით, დაბალ ფასს ბაზრის სიდიდე და ფარმაწარმოებაში სახელმწიფოს მონაწილეობა განაპირობებს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მესამე დღეა გაფიცულები არიან. 30-მდე დასაქმებული დღიური სამუშაო დროის 12 საათამდე გაზრდას და დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]