weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას და ბიზნეს-სუბიექტებს მოუწოდებს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ამოქმედებას გაგებით მოეკიდონ. კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კატასტროფულია.

თუშეთში 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციისთვის კვლევითი სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თუშეთში უძველესი ნაგებობების ნაწილი დაზიანებულია ან განადგურების პირასაა.

ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ცაიშის სამაროვანზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკების ასლი დააზიანეს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ბრინჯაოს ქანდაკება წააქციეს და ხელი მოამტვრიეს.

სამართალდამცავებმა „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის…

ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის წარმოებისთვის, მედია ჰოლდინგ „პალიტრაში“ შემავალი კომპანია შპს „ედლაინი“ ბიუჯეტიდან 709 ათას ლარს მიიღებს. „ედლაინის“ 75 %-იანი წილის მფლობელი პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილი ირაკლი თევდორაშვილია.

ქობულეთში მენინგოკოქცემიით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ორი დღის წინ ბავშვი საბავშვო ბაღში შეუძლოდ გახდა. იგი კლინიკაში მოათავსეს. მეორე დღეს ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ,…

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კვლევის პრეზენტაცია: „რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?“. კვლევის მიხედვით, 2018 წელს 6 უწყების (მთავრობის ადმინისტრაციის, აუდიტის სამსახურის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პერსონალურ მონაცემთა…

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით გადაუვადა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

თბილისში, ქსნის ქუჩაზე N12-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მე-2 სადარბაზოს მე-3 სართულზე ასაფეთქებლად გამზადებული ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარა ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძის საცხოვრებელი ბინის კართან ხალიჩაზე იდო.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]