weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2024

სპორტი

ქართველი სპორტსმენები, რომელთაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ასევე მიიღებენ ფულად ჯილდოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

21 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური დღეს დედოფლისწყაროს რაიონში, მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ადგილობრივები დახვდნენ და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვება მიულოცეს.

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (+125 კგ) ქართულ დელეგაციას მერვე მედალი მოუტანა. ქართველი ფალავანი აშშ-ის წარმომადგენელს, გეიბლ დენ სტივენსონს დაუპირისპირდა და ბოლო წუთებში დამარცხდა.

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა, 27 წლის ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ძიუდოსტს ლაშა ბექაურის გამარჯვების შემდეგ, ეს მეორე ოქროა საქართველოს გუნდის ანგარიშზე.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა. რამდენიმე დღის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ ის გორის მერობის კანდიდატად დაასახელა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქაჯაია ფინალური ორთაბრძოლაში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, კუბელ მიხაინ ლოპესთან დამარცხდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ორ ქართველ ძიუდოისტს, რომელთაც ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს. ოლიმპიური თამაშების სპიკერმა, მასანორი ტაკაიამ განაცხადა, რომ ქართველებმა დატოვეს ოლიმპიური სოფელი, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ და კორონავირუსთან…

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, ანტონ პლესნოიმ (96 კგ) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი მოუტანა. პლესნოიმ ატაცში 177, ხოლო აკვრაში 210 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით…

გორის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილი იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]