weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სპორტი

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომის დაწყებამდე ფედერაციის პრეზიდენტს, ყოფილ პარლამენტარსა და მსახიობს, სოსო ჯაჭვლიანს კვერცხები ესროლეს და სახეში წყალი შეასხეს. სპორტსმენებისა ნაწილი ჯაჭვლიანს გადადგომისკენ მოუწოდებდა.

თბილისის „დინამო არენაზე“ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსის ეროვნულ ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 8 ოქტომბერს, თბილისის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძეიების სახით პატიმრობა შეუფარდა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, მერაბ ბესელიას. მას ბორაგბე რამაზ ხარაზიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარება ედება.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის „დინამო“ მთავარი მწვრთნელის, კირილ ნოვიკოვის გათავისუფლებას აპირებს და მის შემცვლელს ეძებს. „დინამომ“ გუშინ თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩი ანგარიშით 2:1 წააგო და ევროპის ლიგიდან გამოვარდა.

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს. კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გოგებაშვილის განცხადებით, დაჭრილია „საინიციატივო ჯგუფის“ წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი.

გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ სვანიძის საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელმა დაუდასტურა.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკა“-ში (რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი) გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შენგელიას თქმით, განცხადების მიზანი თავის მართლება არ არის, „რადგან რთულია რაიმეს ახსნა,…

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება და კალათბურთელს მხარდაჭერას უცხადებს.

ქართველი მთამსვლელების - არჩილ ბადრიაშვილის, ბაქარ გელაშვილისა და გიორგი ტეფნაძის ასვლა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ასვლების სიაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა, ავთანდილ ცინცაძემ გაავრცელა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]