weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

სპორტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც არადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული და წინასწარი პატიმრობიდან გირაოთია გათავისუფლებული, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად იარჩიეს.

ქართველმა სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალში, 57კგ. წონით კატეგორიაში რუსი სპორტსმენი საიან ხერტეკი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია, რომელმაც წელს მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მიიღო, ამ თამაშების გამარჯვებულად გამოცხადდა და ახლო მომავალში ოქროს ჯილდო გადაეცემა.

მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 57კგ წონითი კატეგორიის ფინალში, ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა იპონით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 10-45 დამარცხდა. შედეგად, „ბორჯღალოსნებს“ კვლავ ხუთი ქულა აქვთ და D ჯგუფში მეოთხე ადგილზე არიან.

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო თბილისსა“ და „საბურთალოს“ შორის მატჩი გაიმართა. ფეხბურთელებმა თამაშის დაწყებამდე გენიალური ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სხოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ამასთან, სტადიონზე გია ყანჩელის ერთ-ერთი ცნობილი…

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაის ნაკრები დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 33-7 სძლიეს და პირველად მსოფლიო თასზე ბონუს ქულაც აიღეს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წვერი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის სახელით ასპარეზობის უფლება არ მისცა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ფინალში რუსეთის წარმომადგენელი მაგომედრასულ იდრისოვი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]