weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მსოფლიო

პოლონეთის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა მედესანტემ უკრაინაში ჩვილი გააუპატიურა. ლიეტუვას პარლამენტისადმი მიმართვის დროს ზელენსკიმ თქვა, რომ მედესანტის ვინაობა დადგენილია.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მარიუპოლში 22 ათასამდე ადამიანია დაღუპული.

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უახლოეს დღეებში უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მიღებაზე უარი განცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მიღწევაში ეჭვი არ ეპარება. პუტინი ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

2010 წლის 10 აპრილს მომხდარი სმოლენსკის ავიაკატასტროფის მიზეზების შესასწავლად ხელახლა შექმნილმა ქვეკომიტეტმა ანგარიში წარადგინა. როგორც 11 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა და პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანტონ მაცერევიჩმა განაცხადა, სამთავრობო…

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ კიევისთვის ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება მიღწეულია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენოსოვას ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებში იძულებით გადასახლებული მოქალაქეების პასპორტიზაცია დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა კითხვარი, რომლის შევსება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებელი წინაპირობაა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]