weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 2500-დან 3000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ისრაელის ქალაქ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებების შედეგად 150-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა. მედიკოსების ინფორმაციით, მათ დაზიანებები ძირითადად რეზინის ტყვიებით, პოლიციის ხელკეტებით ცემითა და შოკური ხელყუმბარების მოქმედებით აქვთ მიყენებული.

9 მაისამდე კიევში სახელს შეუცვლიან ყველა ქუჩას, გამზირსა და ობიექტს, რომელთა ამჟამინდელი სახელები რუსეთის ფედერაციას უკავშირდება. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

კიევის ოლქში, რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ, 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იქნა ნაპოვნი. 15 აპრილისთვის არსებული მონაცემების შესახებ ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსებს გადასატანი კრემატორიუმები აქვთ და მათი საშუალებითაც ცდილობენ ომის დანაშაულების მტკიცებულებების შემცირებას.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 553-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. მათგან 198 დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერის, „მოსკვას“ ჩაძირვა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა უწყების განცხადებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საბრძოლო მასალის აფეთქების გამო კრეისერის კორპუსი დაზიანდა და დანიშნულების ადგილზე…

„შესაძლოა, ძალიან მალე, კერძოდ, ამ წლის ზაფხულისთვის, მსოფლიო კიდევ უფრო „უსაფრთხო“ გახდეს“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი NATO-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) ცნობით, უკრაინის კრიზისი 1.7 მილიარდამდე ადამიანს, კაცობრიობის მეხუთედზე მეტს, სიღარიბის, გაჭირვებისა და შიმშილის რისკების წინაშე აყენებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხვა სახელწმიფოების ლიდერებს მიმართა და სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ უკრაინას მძიმე არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო თვითმფრინავები.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]