weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მსოფლიო

თურქმენეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 828 პატიმარი შეიწყალა. ქვეყნის მედიასაშუალებები პრეზიდენტის ნათქვამს ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, მასობრივი ამნისტია თურქმენეთის ეროვნული დროშის დღესასწაულთანაა დაკავშირებული. მას 19 თებერვალს აღნიშნავენ.

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 1 მილიარდი აშშ დოლარის ჯილდოა დაწესებული 23 წლის სტუდენტის, სახელად იოანა ფალანის მოკვლაზე, რომელიც ქურთულ ელიტურ შენაერთ „პეშმერგას“ რიგებში იბრძვის სირიასა და ერაყში და „ისლამური…

ერაყის ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს სახლზე, სადაც სავარაუდოდ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაჯგუფების წარმომადგენლებს ხვდებოდა. „როიტერის“ ინფორმაციით, იერიშები 11 თებერვალს, ქვეყნის დასავლეთ რეგიონში განხორციელდა. ერაყის არმიამ გამოაქვეყნა იერიშის…

შვედეთის მთავრობამ, რომელიც თავს პირველ ფემინისტურ მთავრობას უწოდებს, დიდი კრიტიკა დაიმსახურა ირანში ვიზიტის გამო, სადაც პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან შეხვედრის დროს ქალ მინისტრებს თავსაბურავები ეფარათ. არასამთავრობო, უფლებადამცველი ორგანიზაცია UN Watch-ის განცხადებით,…

თურქეთის სამხედრო წარმომადგენლების ინფორმაციით, სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 11 დაიჭრა სირიაში რუსეთის მიერ შეცდომით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალური განცხადებით, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ქონის გამო თურქეთის ანტი-ტერორისტულმა პოლიციამ 440-ზე მეტი პირი დააკავა.

ავსტრიაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის 22 მოქალაქე დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულებს შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ორგანიზებულ დანაშაულთან და რამდენიმე დაჯგუფების კონფლიქტში მონაწილეობდნენ. მინისტრის განმარტებით, დაკავებულები ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილები არ არიან.

სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ყირგიზეთში, თურქული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ავიკატასტროფა აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ერთ-ერთ სოფელთან მოხდა. შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობა იყო.

ჩინეთში, სადაც სპილოს ძვლით ვაჭრობა კოლოსალური მასშტაბით იმართებოდა, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა მთელ პლანეტაზე არსებული სპილოების დასაცავად.

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში მდებარე კინოსამყაროს ცენტრის, ჰოლივუდის ცნობილი ნიშანი, გიგანტური წარწერა HOLLYWOOD უცნობმა პირმა HOLLYWEED-ად გადააკეთა, რითაც კალიფორნიის შტატში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის გახმაურებულ საკითხს გაუსვა ხაზი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]