weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიო

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა სამინისტროს შენობების ახლოს მოაწყო.

ნობელის პრემიის ლაურეატსა და გაეროს მშვიდობის ელჩს, 19 წლის პაკისტანელ მალალა იუსაფზაის კანადის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ყველაზე ახალგაზრდა საპატიო მოქალაქეს ეს წოდება კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მიანიჭა.

ნობელის პრემიის ლაურეატი, 19 წლის პაკისტანელი მალალა იუსაფზაი, რომელიც მუსლიმი გოგონების განათლების უფლებისთვის იბრძვის, გაეროს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი გახდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნისას იუსაფზაიმ პირობა დადო, რომ გოგონების განათლებას…

ავსტრალიელმა ფრილანსერმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ადამ ბაიდავიმ ჩრდილოეთ კორეაში იმოგზაურა და პოპულარულ ჟურნალ GQ-ს ავსტრალიური გამოცემისთვის შთამბეჭდავი ფოტოკოლექცია შექმნა.

პოლონეთის სამთავრობო კომისიის ვარაუდით, თვითმფრინავი, რომელშიც 2010 წლის 10 აპრილს 100-მდე ადამიანი, მათ შორის ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იმყოფებოდა, ჰაერში აფეთქდა, ვიდრე მიწაზე ჩამოვარდებოდა რუსეთში. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი…

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ დიარბაქირში პოლიციის განყოფილებასთან დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ოთხი კი დაშავდა.

ეგვიპტეში, ორ კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია. კვირას ქალაქ ტანტაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი დაშავდა. მოგვიანებით, ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე…

გასულ უქმეებზე ავღანეთში მეამბოხეთა მიერ მოწყობილი სხვადასხვა თავდასხმების შედეგად უსაფრთხოების ძალების 13 წევრი დაიღუპა.

ორგანიზაციამ „სირიის სამეთვალყურეო ადამიანის უფლებებისთვის“ (SOHR), რომელსაც ოფისი ინგლისში აქვს, განაცხადა, რომ სირიაში ორი საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიაში ანტისაჰაერო თავდაცვა მას შემდეგ გაძლიერდება, რაც შეერთებულმა შტატებმა ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]