weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მსოფლიო

რუსეთის დედაქალაქში ქარიშხლის დროს 11 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ქარიშხლის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდიან, რომლის…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უარი თქვა რამადანის დასრულებასთან დაკავშირებული დღესასწაულს იდ ალ-ფიტრის მასპინძლობაზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამით ტილერსონმა დაარღვია თითქმის 20-წლიანი ტრადიცია, რომელსაც რესპუბლიკელი თუ დემოკრატი…

მოლდოვას ანტიკორუფციულმა საგამოძიებო სამსახურმა კორუფციაში ეჭვმიტანილი კიშინიოვის მერი დორინ კირტოაკე და ქალაქის საკრებულოს წევრები დააკავა.

ესტონეთის ხელისუფლებამ ქალაქ ნარვაში რუსეთის გენერალურ კონსულს დიმიტრი კაზენოვს და კონსულ ანდრეი სურგაევს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს.

თურქეთის ქალაქ ადანაში 12 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტაროს კარტითა და ყავით მკითხაობდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის ხუთი ეროვნებით ქართველი ქალია.

ეგვიპტეში დღეს შეიარაღებულმა პირებმა ქრისტიან კოპტებს გაუხსნეს ცეცხლი. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე 26, ხოლო დაჭრილია 25 ადამიანი. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ განახორციელა თავდასხმა.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერში კონცერტზე განხორციელებული აფეთქებაში ეჭვმიტანილი სალმან აბედის მამა რამადან აბედი და უმცროსი ძმა ჰაშემ აბედი ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში დააკავეს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის შეხვედრა ვატიკანში გაიმართა. ტრამპი იტალიაში ისრაელიდან ჩავიდა.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც აფეთქებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]