საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ახმეტის მცხოვრებლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა. ჭიაბერაშვილი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში იყრის კენჭს.
28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილის დაცხრილვის საქმეზე იყო დაკავებული, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ სექტემბერში, ამსტერდამის, ბერლინის, პარიზისა და ვენის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის იმ ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის ყოლას ეხება.
კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობო საწარმო გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში 16 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველწლიურად, რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება. საშრობის წარმადობა 1000 ტონაა, ხოლო შენახვის…
სამართალდამცველებმა მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლების და მითვისების ბრალდებით ოთხი პირი - თ.ზ., ლ.ს., თ.ჯ. და ლ.ბ. დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები სამშენებლო კომპანია „დელუქს-ისანთან“ არიან დაკავშირებული.
28 აგვისტოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რვით გაიზარდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, სამი ახალი შემთხვევის წყარო უცნობია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი ყოფილი თანამშრომლისთვის დაახლოებით 44 000 ლარის გადახდა დაეკისრა. როგორც ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი სამსახურიდან უკანონოდ…
გურჯაანი-ზიარის 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. სამუშაოებზე ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 26 აგვისტოს გამოაცხადა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემის გამო, 5000 ლარით დააჯარიმეს და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11