weather cur horoscope tv
მაისი 17, 2024

საზოგადოება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში, XIII საუკუნის ქრისტიანული ტაძრის გარშემო უნებართვოდ დაგებული ასფალტი აიღეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც ასფალტი დაასხა, ეკლესიის ირგვლივ ეზოს მოაწყობს და ჯებირებს გააკეთებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის აგრარულ ბაზარში კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ ტემპერატურის რეჟიმის და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოავლინა. სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოო პროცესი ხორცის სექციას შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.

ახალციხის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ სოფელ ღრელში, წმინდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა პირადი სახსრებით დააფინანსა, რისთვისაც 147 000 ლარი გადარიცხა. მანვე 25 000 ლარი სხვა სახის ქველმოქმედებაში დახარჯა. ზაზა მელიქიძეს გამგებლის თანამდებობაზე…

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად შოთა ხაჟომია დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ოთარ გავაშელიძე შეცვალა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათის გაყიდვის გამო თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ამერიკული რესტორანი „ვენდისი“ 500 ლარით დააჯარიმა. „ვენდისში“ შეძენილი ბურგერით მოწამვლის თაობაზე მომხმარებელმა ნიკოლოზ გაბედავამ სააგენტოს 1-ელ აგვისტოს მიმართა.

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 24 წლის სამხედრო 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, რომლის საფუძველზეც აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევა დასჯადი გახდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 35 გამოძახება დაფიქსირდა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

ქვეყნის 62 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდება. ეს ღონისძიება საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში ხორციელდება.

ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. ავტომობილში მყოფმა ადამიანებმა გადმოსვლა მოასწრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]