weather cur horoscope tv
მაისი 16, 2024

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1-ლი ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 შემთხვევა გამოავლინეს. სამართალდარღვევების ძირითად ნაწილს მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევები შეადგენს - 195 ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ქობულეთში, ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში გაუჩინარებულ 26 წლის ახალგაზრდას ეძებენ. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, გუშინ საღამოს ის მეგობარს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ წყალში სიმაღლიდან აპირებდა გადახტომას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის რაიონში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში სამართალდამცავებმა 1991 წელს დაბადებული ფ.გ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აცხადებს რეგისტრაციას ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი 9-10 სექტემბერს თბილისში გაიმართება.

თბილისში, მთაწმინდის რაიონში მკვლელობა მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა მამაკაცს მოტოციკლეტზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა. 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას რასიზმის საწინააღმდეგო განცხადებამ „ტვიტერში“ 3 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა, რაც მიკრობლოგის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

„საქართველოს ავიახაზებისა“ და „თიბისი“ ბანკის აქციის ფარგლებში, თბილისი - ვენა - თბილისის ავიარეისზე ბილეთები 300 ლარად იყიდება. 16 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით სულ 120 ორმხრივი ბილეთი გაიყიდება.

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 129 ნომერში, გაზგასამართი სადგური და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. კლინიკა „მედინაში“ განაცხადეს, რომ მათთან მოთავსებული ერთ-ერთ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]