weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საბჭოთა და ესტონელი მსახიობი და რეჟისორი ლემბიტ ულფსაკი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ზაზა ურუშაძის 2013 წელს გამოსულ ფილმში „მანდარინები“, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ქართველმა რეჟისორმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი დევიდ როკფელერი ნიუ-იორკის შტატში მდებარე საგვარეულო მამულში, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ძლიერი სარაკეტო ძრავის გამოცდა მოეწყო, რასაც კიმ ჩენ ინი, რომელიც სარაკეტო ძრავის გამოცდას პირადად ხელმძღვანელობდა, ქვეყნის სარაკეტო მრეწველობის „ახალ დაბადებას“ უწოდებს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, გამრავლების მაჩვენებელი გაზარდონ და 5 შვილი იყოლიონ. ერდოღანის განცხადებით, თურქული მოსახლეობის ზრდა იქნება საუკეთესო პასუხი ევროკავშირის „ვულგარიზმზე, მტრობასა და უსამართლობაზე“.

თურქეთის მთავრობა იმუქრება, რომ ევროკავშირში ყოველთვიურად 15 000 ლტოლვილს გაგზავნის, რაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული დიპლომატიურ კონფლიქტის მორიგ ესკალაციას წარმოადგენს.

სირიაში ავიაიერიშისას მეჩეთი დაიბომბა, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა. ავიაიერიში ალეპოს პროვინცია ალ ჯინეში განხორციელდა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. გარდაცვლილების უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღწევს.

აზერბაიჯანის ბეილაგანის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში ბიჭებმა არასრულწლოვანი მოსწავლე გოგონა გააუპატიურეს, ძალადობის ფაქტი კი კამერით გადაიღეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 17 წლის გოგონას ბიჭები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდნენ, რის გამოც…

უკრაინა, რომელიც წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს, რუსეთის წარმომადგენლისთვის უკრაინაში ჩასვლის აკრძალვის საკითხს განიხილავს, რადგან რუსმა კონკურსანტმა იულია სამოილოვამ 2015 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოაწყო გამოსვლა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდებს ბრალი 1995 წლის ივლისში, ყოფილ იუგოსლავიაში, ბოსნიის ომისას სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტაში დასდო, რაც თურქეთ-ნიდერლანდების დიპლომატიური დაპირისპირების მორიგი შემთხვევაა.

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი აცხადებს, რომ მოითხოვს დამოუკიდებლობის შესახებ ახალ რეფერენდუმს, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამდე უნდა ჩატარდეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]