საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.
ჰოსნი მუბარაქი ციხიდან გამოუშვეს. ეგვიპტიის ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, მისმა კლიენტმა სამხრეთ კაიროში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალი 24 მარტს დატოვა და შინ, კაიროს ჰელიოპოლისის რაიონში მდებარე სახლში 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა.
ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, შაია ლაბეფის მიერ წამოწყებული ტრამპის საწინააღმდეგო არტ-კამპანია, სახელად „ის ჩვენ ვერ დაგვაცალკევებს“, კიდევ ერთხელ, ამჯერად ინგლისის ქალაქ ლივერპულში გახსნიდან მეორე დღეს დაიხურა.
საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებსა და სერბეთს შორის თბილისში „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა და იყო შანსი პირველი გამარჯვებაც მოეპოვებინა მსოფლიო ჩემპიონატის…
რუსეთში რელიგიური ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეების“ საქმინობა შეჩერდა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს.
ლონდონის პოლიციამ 22 მარტს პარლამენტის შენობასთან ტერორისტული თავდასხმის მომწყობი პირის ვინაობა დაასახელა. იგი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც ბოლოხანს დასავლეთ მიდლენდის რეგიონში ცხოვრობდა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ექსტრემისტული დაჯგუფება იუწყება, რომ ლონდონში განხორციელებული ტერაქტის მონაწილე მამაკაცი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი იყო.
ლონდონის პოლიციის განცხადებით, 22 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილი კი სულ მცირე 20 ადამიანია.
საბჭოთა და ესტონელი მსახიობი და რეჟისორი ლემბიტ ულფსაკი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ზაზა ურუშაძის 2013 წელს გამოსულ ფილმში „მანდარინები“, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ქართველმა რეჟისორმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი დევიდ როკფელერი ნიუ-იორკის შტატში მდებარე საგვარეულო მამულში, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11